ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს ყვითელი ბარათი და აფრთხილებენ, რომ  შემდეგი იქნება წითელი

საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს ყვითელი ბარათი და აფრთხილებენ, რომ შემდეგი იქნება წითელი, რაც ბევრ სამწუხარო რაღაცას გულისხმობს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

ნოდარ ხარშილაძის განმარტებით, თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მიიღებს, პროცესი შეიძლება ევროპის მხრიდან დახმარების პაკეტების შეჩერებითა და არსებული სიკეთეების გაყინვით დასრულდეს.

„გერმანიის ელჩის განცხადება მისი პირადი განცხადება არაა, ეს არის გერმანიის სახელმწიფოს განცხადება. არ დაგვავიწყდეს, რომ გერმანია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ ყველაზე წამყვანი არა. საფრანგეთი და გერმანია, ეს ქვეყნები არიან თანამედროვე ევროპის პოლიტიკის არქიტექტორები. ეს არ არის ჩვენი მეგობარი ბალტიისპირელების განცხადება, პოლონელების განცხადება, რომელიც ასევე ძალიან უსიამოვნო იქნებოდა, იმიტომ, რომ ერთი ხმა ერთი ხმაა და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ეთქვა, რომ ეს არ არის გადამწყვეტი, მაგრამ ამას შენ გეუბნება ქვეყანა, რომელიც არის მოტორი ევროკავშირის.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს ყვითელი ბარათი. ადრე სიტყვიერი გაფრთხილებები იყო, ერთი-ორჯერ მსაჯმა გაგაფრთხილა, ახლა ჩვეულებრივად ყვითელი ბარათია და აფრთხილებენ, რომ შემდეგი იქნება წითელი. წითელი ბარათი არის ბევრი სამწუხარო რაღაც: ახალი ნაბიჯების არ დაშვება, სანქციები პიროვნებებთან მიმართებაში და სანქციები ქვეყანასთან მიმართებაში, დახმარების პაკეტების შეჩერება და არსებული სიკეთეების გაყინვა“, - განაცხადა ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით, სამყაროს გადანაწილება ხდება ავტორიტარულ და დემოკრატიულ ნაწილად და საქართველო ავტორიტარულ ნაწილში არ უნდა მოხვდეს.

„სამყაროს ახალი გადანაწილება მოხდება. რუსეთ-უკრაინის ომიც რაღაც ეტაპზე რაღაც ფორმით დასრულდება და სადაც გაივლის ხაზი, იქ დაიწყება ახალი წესრიგის დამყარება, ერთ მხარეს ავტოკრატიული, მეორე მხარეს დემოკრატიული. მე არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იაროს ტულაში, მე მინდა, რომ ტულუზაში იაროს. ორივეგან ნამყოფი ვარ და ტულა პრაგმატულად არ მომწონს“, - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო