ვენეციის კომისია - ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად

ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი.

როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა, რატომ არ არის არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ვენეციის კომისია მიიჩნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული კანონმდებლობა და პირობები საკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არსებულ კანონებში ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ.

კერძოდ, ვენეციის კომისიის თანახმად, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპულ სტანდარტებთან.

“ამ კანონის ფარგლებში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები აქვს, ვინაიდან, ის ძირს უთხრის სამიზნეში ამოღებული ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე , მათ ოპერაციებს. მძიმე რეგისტრაციისა და ანგარიშების მოთხოვნების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამხელა), რომელიც სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას ზღუდავს, იმ მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, მუდმივ თვალთვალთან ერთად კომბინირებული ეფექტი, უდავოდ, გაართულებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული ორგანიზაციების ეფექტიან ოპერაციებსა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებადი შეფერხებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის.

ამ კანონს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დასახელებული მიზნის ქვეშ, სტიგმატიზების, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურების ობიექტური ეფექტი აქვს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების თუნდაც მცირე ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. ძლიერი რისკია შექმნილი, რომ ორგანიზაციები და მედია, რომლებსაც [ეს კანონი] შეეხება, იქნებიან ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, საქართველოს მთავრობამ თავი დაანებოს რეგისტრაციის, ანგარიშების ჩაბარებისა და გასაჯაროების მოთხოვნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვისა და მაუწყებლებისთვის, რომლებიც უცხოურ დახმარებას იღებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა შეიცავს პირობებს, რომლებიც ამ კანონის მიერ სამიზნეში ამოღებულ ორგანიზაციებს რეგისტრაციისა და ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, ვალდებულებებს აკისრებს, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში თუ არსებული პირობები არასაკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არსებულ კანონებში შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ.

კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარერეგულდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა საკმარისი არ აღმოჩნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024