იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რკინის ფარდა ჩამოაფაროს - ბრიფინგზე გამოიყვანეს უცნობი ადამიანი, რომელსაც დეპუტატებიც კი არ იცნობენ, ეს არის ჟესტი, აბუჩად აიგდეს ავტორიტეტული ორგანო

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რკინის ფარდა ჩამოაფაროს მასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პლიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ოფისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წავიდეს „ვა-ბანკზე“ , ანუ „წავიდეს ავტორიტარიზმის გამყარების მიმართულებით“.

„ხელისუფლების რეაქცია ადვილად პროგნოზირებადი იყო, იმიტომ, რომ ამ ტიპის რეზისტენტულობა უკვე გამოამჟღავნა პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ყველა ევროპულმა ქვეყანამ, აშშ-მა. არც კი მახსოვს რომელიმე ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია მაინც, რომელსაც დაეცვას ამ კანონის შემოტანა. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ წავიდეს „ვა-ბანკზე“ ანუ წავიდეს თავისი ავტორიტარიზმის გამყარების მიმართულებით ყოველგვარი ლეგიტიმური ბარიერის მოხსნით. ეს დასკვნები და მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნა რასაკვირველია ხელისუფლების გასაგონადაა ნათქვამი, მაგრამ თუ ხელისუფლება ყრუა და არ ესმის, მაშინ ამ დასკვნასაც მისთვის არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მოისმინოს ეს დასკვნა, იმიტომ, რომ შესაძლოა საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჭოჭმანობენ, ფიქრობენ, რომ არ ჩატარებულა ობიექტური ექსპერტიზა. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება. საზოგადოებაში ამ კანონის საწინააღმდეგო განწყობების გასაძლიერებლად და პროტესტის მობილიზაციისთვის ეს მნიშვნელოვანია.

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რკინის ფარდა ჩამოაფაროს მასა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, არ მომერიდება, ჩვენ ვხედავთ იმ უტიფრობას, რასაც „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება ამჟღავნებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ბრიფინგზე გამოიყვანეს ყველასთვის უცნობი ადამიანი, რომელსაც მე მგონი ამ წლების განმავლობაში ხმა საერთოდ არ ამოუღია, არავინ არ ვიცნობთ. დეპუტატებიც კი არ იცნობენ. ეს არის ჟესტი, აბუჩად აიგდეს ასეთი ავტორიტეტული ორგანო“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის „მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს.

ვენეციის კომისიის დასკვნას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, უმრავლესობის წევრი, სალომე ქურასბედიანი გამოეხმაურა.

ქურასბედიანის განცხადებით, „ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო