პენტაგონი - ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოუყენებლობის შესახებ აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა

რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა, - ასე უპასუხა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა შეკითხვას, როგორია ვაშინგტონის დამოკიდებულება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის პოტენციურ თავდასხმებთან დაკავშირებით.

"თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა", - აღნიშნა რაიდერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ორიენტირებულია უკრაინის არმიისთვის საჭირო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფაზე, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპანტები უკრაინას საზღვართან ახლოს მდებარე პოზიციებიდან უტევენ, რადგან ესმით, რომ უკრაინის არმია ვერ შეძლებს საპასუხო დარტყმისთვის დასავლური იარაღი გამოიყენოს. მისი თქმით, კიევმა არაერთხელ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, მათ იარაღით თავის დაცვის ნება დართონ.

ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს თხოვნით, რომ უკრაინას გარკვეულ გარემოებებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს