ბაქოში, გამოფენაზე - CASPIAN AGRO 2024 ქართველმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე - CASPIAN AGRO 2024 8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების „აჩინებული“, „ანიგოზი“, „ქალაქური“, „სადილი“, „კულა“, „მაისი“, „ჯორჯიან ბეიქერსი“ და „ზელატოსი“ წარმოებული ქართული კაკალი, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ორგანული წვენები და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მონაწილე 6 კომპანია სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.

მათივე ინფორმაციით, ბაქოში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს.

„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად მზარდია. რაც შეეხება გამოფენებში მონაწილეობას, ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას და საქმიანი კონტაქტების დამყარებას“, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ.

გამოფენას - CASPIAN AGRO ყოველწლიურად 15,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 25 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 500-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში