„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის 144-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ესტუმრა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის 144-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ესტუმრა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს შემეცნებითი ტურების ჩატარებას თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის.

ამჯერად კომპანიას თბილისის 144-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების პრინციპებს. სსე-ის წარმომადგენლები უფროსკლასელებს ესაუბრნენ ზოგად ენერგეტიკაზე, ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სათავო ოფისის შემდეგ, მოსწავლეები ქვესადგურს „ნავთლუღი 220“ ესტუმრნენ, სადაც მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში და დაესწრნენ დიაგნოსტიკის სამსახურის ლაბორატორიაში დამცავი საშუალებების მაღალი ძაბვით გამოცდის პროცესს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს. ამ პერიოდიდან, საგანმანათლებლო აქტივობებში თბილისისა და რეგიონების სკოლების 1500-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს