კახა კალაძე - თუ მოხდება ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, ამას მივესალმებით - თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება

მოხარული ვიქნებით თუკი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ აშშ-ში შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებთან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები საქართველოსთან მისასალმებელი იქნება.

„როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვიზალიბერალიზაციისთვის მზად ვართ, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, ამას მივესალმებით. როგორ შეიძლება ადამიანმა შეაჩეროს ეს ყველაფერი?! ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნებით თუკი აშშ გადადგამს ამ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არა მექსიკიდან მოუწევთ შესვლა და იქ მექსიკაში რამდენიმე დღისა და კვირების ციხეებში გატარება, არამედ ისე ექნებათ ჩვენს ქვეყანასთანაც ურთიერთობა, როგორიც აქვთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანასთან. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. თუ მოხდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება, თუ თავისუფალი ვაჭრობა იქნება ჩვენს ქვეყანასთან, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, გაიხსნას მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამას მივესალმებით. თუ ეს დამოკიდებულება იქნება და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, მაშინ გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა და საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება. თუ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუ დავინახავთ მეგობრულ ურთიერთობებს და არა მტრობას, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდება“,- განაცხადა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს