მიხეილ დაუშვილი ვენეციის კომისიაზე - ამაზე მკაფიო სამართლებრივი და თუნდაც პოლიტიკური განცხადება რა უნდა მოვისმინოთ, არ ვიცი - ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, „ოცნებამ“ კანონი გააუქმოს

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც „ოცნებამ“ უნდა მიიღოს, არის ის, რომ ამ ადამიანებში რაღაც რაციონალურმა უნდა გაიმარჯვოს და მათ ეს კანონი უნდა გააუქმონ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ის იქნება, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი გაუქმდეს.

“გარდა იმისა, რომ ჩვენმა ყველა მეგობარმა და პარტნიორმა სახელმწიფომ პირდაპირ და ღია ტექსტით უთხრა “ოცნებას”, რომ ეს კანონი არ უნდა მიეღოთ და უნდა გაეწვიათ, ასევე ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანომ, ვენეციის კომისიამ ძალიან მკაცრად მოუწოდა “ოცნებას”, რომ ეს კანონი უნდა გააუქმოს. ამაზე მეტი და მკაფიო გინდათ სამართლებრივი და თუნდაც პოლიტიკური განცხადება რა უნდა მოვისმინოთ, არ ვიცი. ახლა უკვე ჯერი “ოცნებაზეა” და ბურთი მაგათ მხარესაა. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც “ოცნებამ” უნდა მიიღოს არის ის, რომ ამ ადამიანებში რაღაც რაციონალურმა უნდა გაიმარჯვოს და მათ ეს კანონი უნდა გააუქმონ - ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი. არ მოუსმინეს ჩვენს მოქალაქეებს და ფაქტობრივად, არავის. მაგრამ ყველა ჩვენი მეგობარი და ავტორიტეტული ორგანო მოუწოდებს “ოცნებას”, რომ ეს კანონი გააუქმოს. ამიტომ დღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ის არის, რომ “ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს და ეს კანონი გაუქმდეს”, - განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, მიხეილ დაუშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის “ქართული ოცნების” მხრიდან შეფასებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ოცნების” მხრიდან ენას ძვალი არ აქვს, რადგან აბსოლუტურად, ყველაფრის მთქმელი არიან.”

“ეს არის “ოცნების” შეფასება, რომ [ვენეციის კომისიის დასკვნაში] პოლიტიკური შეფასებები იყო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. უნდა გვესმოდეს, რომ “ოცნების” მხრიდან ენას ძვალი არ აქვს - აბსოლუტურად, ყველაფრის მთქმელი არიან. ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ქმედებები - რა იქნება მათი რეალური პასუხი აშშ-ის წინადადებასთან დაკავშირებით და რა იქნება მათი რეალური პასუხი ვენეციის კომისიის ამ დასკვნასთან დაკავშირებით. ამიტომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ისინი ვეტოს დაძლევენ თუ არა. რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება, რომ ვეტო არ დაძლიონ. ეს არის ჩვენი მოქალაქეები მოთხოვნა, რაც უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ”, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია წუხილს გამთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.

ვენეციის კომისია 2023 წლის პრაქტიკას აღნიშნავს და აცხადებს, რომ არსებობდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

ამასთან, “ქართული ოცნება” აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო