გიორგი ბარამიძე აშშ-კონგრესის წევრს, საერთაშორისო ფინანსებისა და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს შეხვდა

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აშშ-კონგრესის წევრს, საერთაშორისო ფინანსებისა და არალეგალური ფინანსების ქვედა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეს, იანგ კიმს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს. იანგ კიმმა მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტ „MEGOBARI Act“-ს და ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ თანადგომა გამოხატა.

პარტიის ცნობით, შეხვედრისას ასევე ისაუბრეს “ქართული ოცნების“ ლიდერების სავარაუდო სანქცირებაზე და საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესებზე.

“საუბრისას აღნიშნეს EBRD-ს ჩართულობის და ევროპული ინვესტიციების შემცირების თაობაზე საქართველოში, ჩინური გავლენების გაზრდის ფონზე. გიორგი ბარამიძემ იანგ კიმს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს საკითხთა ჯგუფში გაწევრიანებისაკენ მოუწოდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ შეხვედრები ასევე გამართა კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატთან და სენატის უმრავლესობის ლიდერთან, სენატორ დიკ დარბინის აპარატთან და მოუწოდა სენატში „MEGOBARI ACT”- ის მსგავსი კანონპროექტების მუშაობისკენ“, - აღნიშნულია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს