ხატია დეკანოიძე - ვფიქრობ, ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის გასკვნა შეაფასა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ზუსტად იგივე კანონმდებლობა მიღებული იყო რუსეთში და ხაზგასმულია თუ რატომ არის ეს კანონმდებლობა რუსული.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამ კანონის მსგავსება შეუსაბამოა ამერიკულ FARA-სთან, ვინაიდან ამერიკული FARA- ეს ლობისტური კომპანიების რეგისტრაციაა და არ არის მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს ან უნდა გაიწვიონ, რაც რეალურად ძალიან მკაცრი განცხადებაა. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ზუსტად იგივე კანონმდებლობა მიღებული იყო რუსეთში და ხაზგასმულია თუ რატომ არის ეს კანონმდებლობა რუსული, რამაც 2012 წელს გამოიწვია მძიმე მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ასევე, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამ კანონის მსგავსება შეუსაბამოა ამერიკულ FARA-სთან, ვინაიდან ამერიკული FARA- ეს არის რეგისტრაცია ლობისტური კომპანიების და არ არის მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ. ზოგადად, ვენეციის კომისიის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს კანონი მიმართულია მედიის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ასევე ყველა იმ კრიტიკული აზრის, რომელიც შეიძლება გამოითქვას, ლიმიტირებას და სტიგმატიზაციას ახდენს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს ეს კანონი, ძალიან იშვიათია”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, ხატია დეკანოიძემ ვენეციის კომისიის დასკვნის “ქართული ოცნების” მხრიდან შეფასებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისგან“ ვენეციის კომისიის საწინააღმდეგო გამონათქვამები პირველი არ ყოფილა და ელოდებოდა კიდეც ზუსტად მსგავს მოსაზრებებს.

„ზოგადად, მათი მძიმე განცხადებები, რომელიც გულისხმობ, რომ ვენეციის კომისიას თურმე ვიღაცა აწერინებს მსგავს დასკვნას გადის იმ კატეგორიაში, რომელიც არის „გლობალური ომის პარტია”, “მასონები.”

ვენეციის კომისიის, დასავლეთის და ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის წინააღმდეგ მიმართული ასეთი განცხადებები არამხოლოდ საქართველოს რეპუტაციას ავნებს, არამედ, პირდაპირ გვიბიძგებს იმ მძიმე იზოლაციისკენ, რომელშიც მიდის „ქართული ოცნება” და მიჰყავს ქვეყანა”, - აღნიშნა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ამასთან, “ქართული ოცნება” აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი