სანდრო რაქვიაშვილი - თუ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს, საკუთარი დელეგიტიმაციის პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, რაც კარგად არ აისახება მმართველი პარტიის რეიტინგზე

ვენეციის კომისიამ ჩვენი, „გირჩის“ პოზიცია გაიმეორა და თქვა, რომ ეს კანონი გაიწვიეთ და თუ ძალიან გინდათ რეგულირება, მაშინ ლობიზმი დაარეგულირეთო. ამას ჩვენ ამ კანონის მთელი განხილვის პერიოდში ვამბობდით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, თუ “ქართული ოცნება” კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს, მისთვისაც უარესი იქნება, რადგან თავის დელეგიტიმაციის პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, რაც კარგად არ აისახება “ქართული ოცნების” რეიტინგზე.

“[ვენეციის კომისიამ] ჩვენი, “გირჩის” პოზიცია გაიმეორა და თქვა, რომ ეს კანონი გაიწვიეთ და თუ ძალიან გინდათ რეგულირება, მაშინ ლობიზმი დაარეგულირეთო. ამას ჩვენ ამ კანონის მთელი განხილვის პერიოდში ვამბობდით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიაშიც იმავენაირად ფიქრობენ. დანარჩენს რაც შეეხება, წლების განმავლობაში “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიას იშველიებდა და ამბობდა, რომ ვენეციის კომისიამ ასე თქვაო. ახლა არ მოეწონათ და ებრძვიან ვენეციის კომისიას. ზოგადად, მნიშვნელოვანი დასკვნა იყო და ბევრ კითხვაზე გაეცა პასუხი. უბრალოდ, მხოლოდ ჩემი, “გირჩის” ან ვინმეს პოზიცია კი არ იქნება, არამედ უკვე საერთაშორისო კომისიის მიერ აღიარებული. თუ “ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს, მისთვისაც უარესი იქნება. თავის დელეგიტიმაციის პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, რაც არა მგონია, რომ კარგად აისახოს “ქართული ოცნების” რეიტინგზე”, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია წუხილს გამთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.

ვენეციის კომისია 2023 წლის პრაქტიკას აღნიშნავს და აცხადებს, რომ არსებობდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

ამასთან, “ქართული ოცნება” აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო