ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.

„საუბარი შეეხო მარნეულის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში ისტორიული პროექტი ხორციელდება, რომელიც 22 000 ბენეფიციარის 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას გულისხმობს. თუმცა, რამდენიმე ლოკაციაზე შეფერხებით მიმდინარეობს სამუშაოები, დაზიანებულია გზის საფარი, რაც გადაადგილებასთან დაკავშირებით ქმნის პრობლემებს.

რწმუნებულმა, საუბრისას აღნიშნა, რომ გამოწვევა, რომლის წინაშეც მარნეულის მოსახლეობა დგას, უმოკლეს ვადაში უნდა გადაიჭრას.

შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს