რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტი მოამზადა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლას სთავაზობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტი მოამზადა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლას სთავაზობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times-ი რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მაისით დათარიღებული რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრების გადახედვა უნდა მოხდეს, რაც რუსეთის კუნძულების ირგვლივ ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში და კალინინგრადის გარშემო საზღვრების კორექტირებას გულისხმობს.

„ზღვაზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი შეიცვლება“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ პროექტში.

ცვლილებების საჭიროების დასასაბუთებლად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 1985 წელს საბჭოთა კავშირის საზღვრების გასაზომად მე-20 საუკუნის შუა წლების საზღვაო რუკები გამოიყენებოდა, რაც თანამედროვე კარტოგრაფიულ კოორდინატებს სრულად არ შეესაბამება. დადგენილება დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 2025 წლის იანვრიდან შევა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს