კახა კალაძე - ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური განცხადებებით

ჩვენ მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით - პოლიტიკურ „მესიჯებს“ შეიცავს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ვენეციის დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნა, ნაცვლად სამართლებრივი შენიშვნებისა, პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ახსნა-განმარტება თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ცუდი. მოლოდინი გვქონდა, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ მსჯელობაში შევსულიყავით, თუ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. ასეთი რაიმე არ არსებობს. დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური განცხადებებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ვენეციის კომისიას აზრს რომ ეკითხები, ეს ნორმალური პროცესია. ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი, შინაარსობრივი, კონკრეტული ფაქტები, თუ რატომ არის კარგი ან რატომ არის ცუდი“.

„როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობს წარმოდგენილ დასკვნაში და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ „მესიჯებს“ შეიცავს, ძალიან მძიმეა. მძიმეა ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოსვლები, იგივე პირდაპირი მოწოდებები კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ, უხეში ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ვინმეს კოლონიაა. ნუ ექნებათ ეს დამოკიდებულება! ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. პატივს ვცემთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და არასდროს ვიკადრებთ, რომ რომელიმე მეგობარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩავერიოთ, განცხადებები და მოწოდებები ვაკეთოთ. საფრანგეთმა თუ მიიღო, აშშ-ში თუ მოქმედებს და სხვადასხვა ქვეყანაში, რატომ არ შეიძლება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს იგივე კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და დეკლარაციის წარდგენას ითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ქვეყანაში არიან წარმოდგენილი? ეს ხომ არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია წუხილს გამთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.

ვენეციის კომისია 2023 წლის პრაქტიკას აღნიშნავს და აცხადებს, რომ არსებობდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

ამასთან, „ქართული ოცნება” აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

კახა კალაძე - ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური განცხადებებით

ჩვენ მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით - პოლიტიკურ „მესიჯებს“ შეიცავს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ვენეციის დასკვნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნა, ნაცვლად სამართლებრივი შენიშვნებისა, პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ახსნა-განმარტება თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ცუდი. მოლოდინი გვქონდა, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ მსჯელობაში შევსულიყავით, თუ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. ასეთი რაიმე არ არსებობს. დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური განცხადებებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ვენეციის კომისიას აზრს რომ ეკითხები, ეს ნორმალური პროცესია. ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი, შინაარსობრივი, კონკრეტული ფაქტები, თუ რატომ არის კარგი ან რატომ არის ცუდი“.

„როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობს წარმოდგენილ დასკვნაში და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ „მესიჯებს“ შეიცავს, ძალიან მძიმეა. მძიმეა ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოსვლები, იგივე პირდაპირი მოწოდებები კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ, უხეში ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ვინმეს კოლონიაა. ნუ ექნებათ ეს დამოკიდებულება! ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. პატივს ვცემთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და არასდროს ვიკადრებთ, რომ რომელიმე მეგობარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩავერიოთ, განცხადებები და მოწოდებები ვაკეთოთ. საფრანგეთმა თუ მიიღო, აშშ-ში თუ მოქმედებს და სხვადასხვა ქვეყანაში, რატომ არ შეიძლება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს იგივე კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და დეკლარაციის წარდგენას ითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ქვეყანაში არიან წარმოდგენილი? ეს ხომ არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია წუხილს გამთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, მიღებულ იქნა პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა.

ვენეციის კომისია 2023 წლის პრაქტიკას აღნიშნავს და აცხადებს, რომ არსებობდა შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს“.

ამასთან, „ქართული ოცნება” აღნიშნულ დასკვნას გამოეხმაურა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა