კახა კალაძე - ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან ვიღაცებმა

რატომ უნდა დადგეს არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ? ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას. ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან ვიღაცებმა, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მაიკლ კარპენტერის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კანონის მიღება არანაირ კავშირში არაა არჩევნებთან.

„რა შუაშია არჩევნები გამჭვირვალობის კანონთან? შეგიძლიათ ერთი მაგალითი მოიყვანოთ, როგორ შეიძლება შეიზღუდოს არასამთავრობოების საქმიანობა გამჭვირვალობის კანონის მიღებით? კანონი ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს: როცა არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და თანხებს იღებ უცხოეთიდან, დონორი ორგანიზაციებიდან, ეს უნდა დაადეკლარირო და საზოგადოებას უნდა უთხრა, ვისგან მიიღე და რაში დახარჯე. სხვა არაფერზეა საუბარი. ამასთან რა შუაშია არჩევნები და ტოლობის ნიშნის დასმა აღნიშნულ კანონპროექტთან? რატომ უნდა დადგეს არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ? ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას. ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან ვიღაცებმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „თუ პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას არ ექნებათ საკუთარი ხედვების თავისუფლად წარმოჩენის შესაძლებლობა, თუ მათ შერაცხავენ უცხოური ძალის აგენტებად, ეს შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია