ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ - მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ მოითხოვა მათთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება უმრავლესობის მიერ დაინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტს „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის“ შესახებ.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ვენეციის კომისიას აინტერესებს რატომ დააინიცირეს, რა არგუმენტებია, იმისთვის რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ისინი მზად არიან, რომ ამ საკითხზე გაუზიარონ სამართლებრივი მოსაზრებებიც და „საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობაც“.

„ვენეციის კომისიამ მოითხოვა ჩვენთან შეხვედრა, რომელიც უკავშირდება ჩვენ მიერ დაინიცირებულ კონსტიტუციურ პროექტს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას აინტერესებს რატომ დავაინიცირეთ, რა არგუმენტებია, რომ დარეგულირდეს საკითხი, რომელიც აკრძალავს ლგბტ პროპაგანდას და უზრუნველყოფს ბავშვთა ინტერესების დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხზე გავუზიაროთ ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებებიც და ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს