მაიკლ როთი - კახა კალაძე, რაღაც არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან ახალგაზრდა თაობა, არამედ მმართველი პარტია გეგმავს - საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი

საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვით „ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა“.

„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს