გიორგი ვაშაძე - ერთიანობა საერთო სიით - ამას საზოგადოების 80% პროცენტი უჭერს მხარს, დღეს ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, მინიმუმ 20 პუნქტით უგებს „ქართულ ოცნებას“ - ეს არის სიმართლე და რეალობა

„სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნებამდე პროდასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება უნდა მოხდეს და ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს, რომელიც მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საუბარია დიდ, მძლავრ და მონოლითურ ერთობაზე და ყოველგვარ დათმობას მზაობას გამოთქვამს, რომ „საქართველომ გაიმარჯვოს“.

„როცა ალტერნატივებზე საუბრობ, ერთიანობა აღარ გამოდის. მე იმედი მაქვს, რომ ყველა საკუთარ პოზიციას გადახედავს. რაც შეეხება სიის ფორმირებას, აქაც იცით ჩვენი პოზიცია, რომ პირველ ათ ადგილს დავუთმობდი ახალ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკისკენ შეუძლიათ ნაბიჯი გადადგან და საზოგადოების ნდობა აქვთ. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია საქართველო გადავარჩინოთ, მზად ვარ ჩემი ადგილი დავუთმო ნებისმიერს!

აქ ახლა საუბარია დიდ, მძლავრ და მონოლითურ ერთობაზე. როდესაც დგება რისკის ქვეშ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, იქ პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავება არ არსებობს, ან ყველა ერთად ვდგავართ და ვიცავთ დემოკრატიულ ფასეულობებს და ქვეყანას ვავითარებთ, ან ქვეყანას ავტორიტარულ რეჟიმებს ვუთმობთ. დღეის მდგომარეობთ, ყველა დიდი ერთიანობის მომხრეა და იმედი მაქვს ყველა ოპოზიციური პარტია თავის პოზიციას გადახედავს და დიდი ერთიანობისკენ, ეროვნული ერთიანობისკენ ნაბიჯი გადაიდგმება, ამის ალტერნატივა კი არ არსებობს.

ერთიანობა საერთო სიით - ამას საზოგადოების 80% პროცენტი უჭერს მხარს, დღეს ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, მინიმუმ 20 პუნქტით უგებს „ქართულ ოცნებას“ - ეს არის სიმართლე და რეალობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ტიპის დათმობისთვის ვართ მზად. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, თუ რუსული გავლენის ქვეშ იქნება. ამიტომ მკაფიოა ყველაფერი. სიჯიუტე ამ შემთხვევაში კონტრპროდუქტიული იქნება. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან და შევქმნათ ერთობა, რომელიც საქართველოს გამარჯვებას მოუტანს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია