ირაკლი ქადაგიშვილი - კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგოდ არც ვენეციის კომისიას მოეპოვება - მიგვაჩნია, რომ საქმე გვაქვს ორკესტრირებულ პოზიციების გამოხატვასთან

ამ დასკვნაში გაცილებით მეტი ადგილი აქვს დათმობილი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და გარკვეულწილად პროცედურულ საკითხებს, ვიდრე იმის განმარტებას თუ ამ კანონში რატომ არის კონკრეტული მუხლები შეუსაბამო სამართალთან და იმ კანონებთან, რომლებიც მათ შორის, ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს ან უკვე მიღებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგოდ არც ვენეციის კომისიას არ მოეპოვება.

„აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი ამ კანონის საწინააღმდეგოდ არც ვენეციის კომისიას არ მოეპოვება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ორკესტრირებულ პოზიციების გამოხატვასთან, ვიდრე ამ კანონთან დაკავშირებით რაიმე სამართლებრივი შენიშვნის გაკეთებასთან.

ჩვენ თუ შევადარებთ ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედ კანონებს დაწყებული საფრანგეთიდან, დამთავრებული ევროკავშირამდე, დავინახავთ, რომ ჩვენთან შემოღებული რეგულაციები გაცილებით მარტივი და რბილია. წრე, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა ეხება შემოიფარგლება მხოლოდ იურიდიული პირებით და არავითარ შემთხვევაში არ ეხება ფიზიკურ პირებს. არანაირი ვალდებულებები არ უჩნდებათ ჩვენთან ამ იურიდიულ პირებს გარდა ერთადერთისა, რომ წელიწადში ერთხელ მათ თავიანთი ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნონ”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გაუმჭვირვალობის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის გამო ქვეყანაში მუდმივად დაძაბულობა და პოლიტიკური პოლარიზაციაა და ამის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ქვეყნის ინტერესების და ევროპის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

„საქართველო პირველ რიგში, იცავს თავისი ქვეყნის სუვერენულ უფლებებს. ამ სუვერენულ უფლებებში შედის ქვეყნის დაცვა და ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს სურათი რომ გაუმჭვირვალობის და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის გამო ქვეყანაში მუდმივად დაძაბულობა და პოლიტიკური პოლარიზაცია, ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნებისათვის არამართლზომიერი გამოყენება ხდება, ამის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული და ზოგადად, როგორც ეს ევროპის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. დღეს თუ არა ხვალ ამ ყველაფრის აღიარება ყველას მოუწევს, მათ შორის ევროპასაც”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის