კახა კალაძე სისულელეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც  „ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“, სისულელეს უწოდებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა: „სერიოზული კითხვები გაქვთ?“.

„სისულელეა და სისულელეს ნამდვილად არ ვაპირებ ვუპასუხო“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წყარო „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც "ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“.

გარდა აღნიშნულისა განმარტავენ, რომ „რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.

„რადიო თავისუფლებაში“ განმარტავენ, რომ კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება - მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე - შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, წყარო ასევე განმარტავს: „ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით".

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს