ნინო წილოსანი - სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი - რა თქმა უნდა, პარლამენტი დაძლევს ვეტოს

სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი - რა თქმა უნდა, პარლამენტი დაძლევს ვეტოს. ვეტო იმისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ ისეთივე აბსურდი გაემეორებინათ, რასაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები იმეორებენ, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.

წილოსანის თქმით, თუ კანონის პრინციპების საუკეთესო კუთხით დახვეწა უნდოდათ, ამის ვეტოში წარმოჩენა შეეძლოთ.

„სალომე ზურაბიშვილის ვეტო სამარცხვინოა, ისეთივე როგორც თავად ეს ადამიანი. მას ჰგონია, რომ ახლა რაღაც ვარსკვლავური საათი აქვს და უცხოურ გამოცემებს და მედიასაშუალებებს რამდენიმე ინტერვიუს რომ მისცემს დღის განმავლობაში, ეს მისთვის უკვე ალბათ ბევრს ნიშნავს. იმის პარალელურად, რომ ის ამ ყველაფრით საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და აზიანებს, რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაჯდება სახელმწიფოებრივ ხედვაში, რომელიც წესით პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს.

რა თქმა უნდა, პარლამენტი დაძლევს ვეტოს. ვეტო იმისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომ ისეთივე აბსურდი გაემეორებინათ, რასაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები იმეორებენ, ვგულისხმობ კანონის არმიღებას და გაწვევას. რა თქმა უნდა, კანონი მიღებულია და თუ კანონის პრინციპების საუკეთესო კუთხით დახვეწა უნდოდათ, ეს ვეტოში შეეძლოთ და არა ის ვეტო, რომელიც კანონის ერთი დღით ამოქმედებას ითხოვს”, - აღნიშნა წილოსანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს