ნიკოლოზ სამხარაძე პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, პორტუგალიაში იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, კარლუშ ედუარდო რეისს შეხვდნენ.

„მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გამოწვევები.

პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „უსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“, რომელიც ორგანიზებული იყო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის დელეგაციის მიერ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, დავით მათიკაშვილი და ეკა სეფაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება