ნიკა სიმონიშვილი - “ქართული ოცნების” მესიჯები ტყუილზეა აგებული - ვენეციის კომისიამ თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დასავლურ კანონებთან კავშირი არ აქვს, ის რუსულის, უნგრულის და ყირგიზულის ანალოგია

ვენეციის კომისიას არსად დაუწერია, რომ გამჭვირვალობა ცუდია - არ შეიძლება რომ გამჭვირვალობამ შედეგად ადამიანებისთვის იარლიყების მიკვრა მოგვიტანოს, - ამის შესახებ იურისტმა, საიას ყოფილმა დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” აღნიშნა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” იურისტებმა კარგად იცოდნენ, თუ რა წერილს გამოაქვეყნებდა ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ქართულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან მათ იციან, თუ როგორი დასკვნები აქვს კომისიას მსგავს კანონპროექტებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებში.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, ვენეციის კომისია განმარტავს, რომ გამჭვირვალობა კარგია, თუმცა საქართველოს ეს კანონმდებლობაში უკვე აქვს და შეუძლია პროცესი არსებული კანონმდებლობით მართოს.

“როგორც ყველა სხვა წინა, ასევე, ეს მესჯები, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს, თავიდან ბოლომდე ტყუილზეა აგებული. ვენეციის კომისიის დასკვნა თავიდან ბოლომდე სამართლებრივ არგუმენტებზეა აგებული და კანონიერ ჭრილში აფასებს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ეს კანონი ადამიანის უფლებების დაცვას, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას არ ითვალისწინებს და შემდეგ კომისია ამას არგუმენტებად შლის. მათ ამერიკულ და სხვა ევროპულ კანონებს შეადარეს ქართული ვერსია და თქვეს, რომ ამას დასავლურ კანონებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მის ანალოგ რუსულ, უნგრულ, ყირგიზულ ვერსიებს შეადარეს და თქვეს, რომ კანონი მათი ანალოგია, რადგან ის ეხება არა ლობისტურ საქმიანობას, არამედ, საკითხი უფრო ფართოა. ეს არის სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შემაფერხებელი, როგორც ეს იყო რუსეთში. ვენეციის კომისიას არსად დაუწერია, რომ გამჭვირვალობა ცუდია. გადაწყვეტილებები მთლიან კონტექსტში უნდა დავინახოთ. არ შეიძლება რომ გამჭვირვალობამ შედეგად ადამიანებისთვის იარლიყების მიკვრა მოგვიტანოს. ვენეციის კომისია ამბობს, რომ გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ ეს ჩვენ კანონმდებლობაში უკვე გვაქვს და ამ კანონმდებლობით შეგვიძლია ვმართოთ.

“ქართულ ოცნებაში” ვინც არიან იურისტები და ვინც კომენტარები გააკეთეს, კარგად უნდა იცოდნენ და ძალიან კარგად იციან კიდეც, რომ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი არგუმენტებია. ისინი წინასწარაც მზად იყვნენ იმისთვის, რა ეწერებოდა კომისიის წერილში, რადგან იციან რა დასკვნები აქვს ვენეციის კომისიას მსგავს კანონპროექტებზე. არ მჯერა, რომ რაღაც ვერ წაიკითხეს”, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის