გია ვოლსკი - საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი დაიფიცებს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებსა და განწყობებში მცირედიც კი არ არის, რაც რუსულ ინტერესებს ითვალისწინებს

რას ამბობენ იცით? - კი, ახლა რბილია კანონი, ამით დაიწყებთ და მერე უკვე რუსულ თემაზე გადახვალთო. რატომ? - რა აუცილებლობამ შეიძლება ეს განაპირობოს? - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვის, თუ რა მოცემულობა უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

როგორც გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლების საქმიანობა, ყველა დეტალით და ფაქტებით ადასტურებს იმას, რომ მთავრობა გამოკვეთილად, მაგრამ ღირსებით პროდასავლურია.

„ამასთან დაკავშირებით რა პირობები უნდა შეიქმნას?! სიმართლე გითხრათ, ჩემი მხრიდან ვამბობ, გუნდის სახელით არ ვამბობ, ამ პერიოდის განმავლობაში სულ ველოდებოდი, რომ ისევე, როგორც პირველი კანონპროექტის განხილვის დროს, ვიღაცები აჩოჩქოლდებოდნენ და იტყოდნენ იმას, რომ გამჭვირვალობა რა პრობლემაა საერთოდ? - რას ამბობენ იცით? კი, ახლა რბილია კანონი, ამით დაიწყებთ და მერე უკვე რუსულ თემაზე გადახვალთო. რატომ? რა აუცილებლობამ შეიძლება ეს განაპირობოს?

ყველა დეტალი, ყველა ფაქტი, ჩვენი საქმიანობის, ხელისუფლების სათავეში ჩვენი არსებობის მანძილზე ადასტურებს იმას, რომ ეს არის გამოკვეთილად, მაგრამ თავისი ღირსებით მთავრობა, რომელიც არის პროდასავლური. ყველაზე მთავარი, ყველაზე დასაყრდენი და სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არა მარტო კავკასიაში, არამედ უფრო დიდი რეგიონში, ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენზე რამე სახის ეჭვის გაჩენა, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლება რუსეთს აწყობდეს, უსაფუძვლოა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებთან შეთანხმდება, რომ გამჭვირვალობა არ იქნება პრობლემა.

„საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი დაიფიცებს იმაზე, რომ არ არსებობს მცირედიც კი, რომელიც რუსულ ინტერესებს ითვალისწინებს იმ ქმედებაში ან განწყობაში, რომელიც ‘“ქართული ოცნების“ გუნდშია.

იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ შევთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა არ იქნება პრობლემა. როდესაც სიტუაციას აანალიზებ, შეკითხვა წარმოიქმნება: რა პრობლემაა ამ საკითხებში? არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი გადაწყვეტილებით რატომ ხდება პარლამენტზე და ცესკო-ზე შეტევა? რატომ არის გაურკვეველი ის დამოკიდებულება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ ნებისმიერი კანონის მიმართ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიიღებს? საარჩევნო კომისიისგან რა უნდათ?

აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა იფიქრო, რომ არჩევნების თემასთან დაკავშირებით არის მობილიზება, რომ არალეგიტიმურად გამოცხადდეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ვინ უნდა გამოაცხადოს არალეგიტიმურად, ვოლსკი პასუხობს, რომ

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა“.

„მათ ამ დროს მომზადებული ეყოლებათ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც თავი გამოიჩინეს პარლამენტზე არაერთი შეტევის დროს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია