ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ორი ძალა პოლიტიკურ სისტემაში, ეს არის „ქართული ოცნება" და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" - მათ კოლექტიურობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი: ისინი მთლიანად არიან ერთი ხელიდან მართული

ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც მიუღებელია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი და არ არის გარედან მართული.

„კომფორტზე აქ ნაკლებად შეიძლება იყოს საუბარი. აქ მთავარია, რეალობა. ეს მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ორი ძალა ქართულ პოლიტიკაში. ერთი, ეს არის მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება", მეორე არის ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას. მათ კოლექტიურობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი - ეს არის ის, რომ ისინი მთლიანად არიან ერთი ხელიდან მართული. ეს არის მთავარი განმაპირობებელი. რა თქმა უნდა, იქ არის შიდა ინტერესები, ამბიციები, სუბიექტური მომენტები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ისინი ყველა არიან ერთი ხელიდან მართულები. აქ იმაზე არ არის საუბარი ჩვენ რა და როგორ გვირჩევნია, მთავარია ხალხს გავაგებინოთ, სად არის სიმართლე და ამის ჩვენება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმის ჩვენება, რომ ისინი სინამდვილეში არიან ერთი პოლიტიკური ძალა, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ხალხი თუ გაიგებს სიმართლეს, უფრო მეტად იქნება დაცული. თუ არ ეცოდინება ბოლომდე სიმართლე, მაშინ იქნება შედარებით დაუცველი. ჩვენ ზოგადად, რთული პროცესების გავლა გვიწევს, მათ შორის, ქართულ საზოგადოებას. საბედნიეროდ, ძალიან გამოცდილია ჩვენი საზოგადოება და საბოლოო ჯამში საზოგადოების უმრავლესობა ახერხებს სწორად მოვლენების გააზრებას და სწორად რეაგირებას, თუმცა რისკები მუდმივად არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ არის სირთულეები ამ პროცესში. ამიტომ, ჩვენთვის ერთადერთი რამ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი ობიექტური ინფორმაციით მოვლენებთან დაკავშირებით. ზოგადად ეს მოცემულობა არის აბსოლუტურად მიუღებელი, რომ ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას. ამიტომ, ეს მოცემულობა მიუღებელია. სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური პარტია, ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი, არ არის მართული გარედან, კონკრეტული ინტერესებით. ეს მოცემულობა სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ორი ძალა პოლიტიკურ სისტემაში, ეს არის „ქართული ოცნება" და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ნულოვანი დამოუკიდებლობა აქვს. ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ არ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის ნებაზე. ორიენტირებულიც არ არის ამაზე. თუ დავაკვირდებით მათ ქმედებებს, ყოველ ჯერზე ისინი თითს იშვერენ არა ქართველი ხალხის პოზიციისკენ, არამედ, მუდმივად თითს იშვერენ, რომელიმე კონკრეტული სენატორი თუ ევროპარლამენტარი რას იტყვის, ანუ მთლიანად დამოკიდებულები არიან გარე ძალებზე და საერთოდ არ აინტერესებთ, სინამდვილეში ხალხი რას ფიქრობს. პროცესებთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო