გრანტს შაპსი - ჩინეთი რუსეთს ლეტალურ დახმარებას უგზავნის

ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ლეტალურ დახმარებას უგზავნის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა.

„დღეს შემიძლია გავამჟღავნო, რომ გვაქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი და ჩინეთი უკრაინაში გამოსაყენებლად საბრძოლო აღჭურვილობასთან დაკავშირებით თანამშრომლობენ. აშშ-სა და ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვას შეუძლია გამოავლინოს, რომ ლეტალური დახმარება ჩინეთიდან რუსეთში მიფრინავს“, - აღნიშნა შაპსმა.

შაპსს მისი განცხადების გასამყარებლად მტკიცებულება არ წარუდგენია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა 64%-ით გაიზარდა და რომ ისინი ერთმანეთის ზურგს უმაგრებენ.

მისი თქმით, „დროა მსოფლიო გამოფხიზლდეს“ და ნატო-მ, ალიანსის მასშტაბით, თავდაცვის ხარჯები გაზარდოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება