ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანგული ბრენდი EUROPCAR შემოდის

ივნისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი EUROPCAR დაიწყებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრანგული EUROPCAR-ი ქუთაისის აეროპორტისთვის მანქანის გაქირავების მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი.

ინფორმაციის თანახმად, კომპანიის სერვისით სარგებლობა მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც EUROPCAR-ი ოფისი იქნება განთავსებული. ავტოპარკი დაკომპლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს როგორც ადგილზე, ისე კომპანიის ვებგვერდზეც შეეძლებათ https://www.europcar.ge/ka/fleetguide.

„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას აეროპორტში, ისე ქართული კომპანიების მაქსიმალურად წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში ხაზს უსვამს, რომ ინტერესი ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესის მხრიდან მაღალია და გარემო საკმაოდ კონკურენტუნარიანი“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, Europcar Georgia, 1949 წელს საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს 3 ტიპის სერვისს სთავაზობს: დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. სამოდელო რიგში წარმოდგენილია როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე Europcar მომხმარებელს სთავაზობს ელექტრომობილების ფართო არჩევანსაც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში