ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - მან გამოკითხვისას დუმილის უფლება გამოიყენა, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო

რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, ფირაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ გამოკითხეს, თუმცა, მან მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

ადვოკატის თქმითვე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებული მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა.

„ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა, 112-ში დარეკა, უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა და პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე დაელოდა. დაკავებული გუშინ გამოიკითხა, მაგრამ დუმილის უფლება გამოიყენა, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო, ამის გამო საუბრის სურვილი არ ჰქონდა. ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ, დრო ჯერ არ შეუტყობინებიათ.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, უცნობია, რადგან ბრალდებულს ამაზე არ უსაუბრია. საქმის მასალებს ბრალის წარდგენის შემდეგ გადმომცემენ და დანარჩენი დეტალები, მოგვიანებით იქნება ცნობილი.

როგორც მითხრეს, ფხიზელ მდგომარეობაში იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს