ირაკლი ბერაია - ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში არის დემოკრატიული, თურმე საქართველოსთვის მიუღებელია - რა დავარქვათ ამას? ორმაგი სტანდარტი? ორმაგ სტანდარტზე გაცილებით ცუდი პროცესია

უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ბერაია იზიარებს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი” და ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე “სამართლებრივი დასკვნის ნაცვლად კომისიამ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა”.

როგორც ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ვენეციის კომისიას არცერთი პუნქტი ან მუხლი არ დაუსახელებია, რომელია ცუდი ან რატომ.

“გვქონდა მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიიდან მოვიდოდა სამართლებრივი დასკვნა, თუმცა ამის ნაცვლად მივიღეთ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები და ისიც, როგორი სახის - თურმე გამჭვირვალობა არის ცუდი. რაზე ვსაუბრობთ?! არანაირი სამართლებრივი შეფასება ამ კანონთან დაკავშირებით არ ყოფილა. არცერთი პუნქტი ან მუხლი არაა მითითებული, რომელია ცუდი ან რატომაა ცუდი ან რა უნდა გამოსწორდეს, რომ ცუდი არ იყოს. ასეთი შეფასებები არ გაუკეთებიათ”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამასთან, ბერაიამ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ მსგავსი კანონი საფრანგეთშიც მიიღეს და სვამს რიტორიკულ კითხვას, რომ “როდესაც ეს კანონი საფრანგეთისთვის აუცილებელია, რატომ შეიძლება იყოს საქართველოსთვის დემოკრატიის დამსამარებელი”.

“მიდგომაა ასეთი, რომ რაც ევროკავშირის ქვეყნებში არის დემოკრატიული, ის თურმე საქართველოსთვის მიუღებელია, რა დავარქვათ ამას - ორმაგი სტანდარტი? ორმაგ სტანდარტზე გაცილებით ცუდი პროცესია, რასაც ვხედავთ. საფრანგეთში გაცილებით მკაცრი სანქციებია”, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო