„ჯივიპისა“ და USAID-ის პროგრამას შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ჯამურად, 515,537 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და USAID-ის პროგრამას „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ჯამურად 515,537 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში ავტორიზებული, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, პროფესიული პროგრამების შექმნა და დანერგვა.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, პარტნიორობა ითვალისწინებს ინოვაციური მიდგომების შექმნასა და კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალ ანაზღაურებად დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირებას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

„ჯივიპის“ სასწავლო აკადემიაში ავტორიზებული პროგრამების შესამუშავებლად და დასანერგად მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ჰიდრო-ინჟინრები და ექსპერტები.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და USAID-ის თანამშრომლობის ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ექსპლუატაციის ავტორიზებულ პროგრამებში ჩაერთვებიან წყალმომარაგების სფეროში კარიერის დაწყებით დაინტერესებული პირები, რომელთაც „ჯივიპი“ კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას შეუქმნის. ასევე, ავტორიზებული გადამზადების პროგრამებით კვალიფიკაციას აიმაღლებენ კომპანიის არსებული თანამშრომლები შემდგომი კარიერული განვითარების მიზნით.

2024-2025 წლის განმავლობაში გადამზადებას გაივლის 90 ბენეფიციარი. პროცესი სრულად ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასწავლო ცენტრის ბაზაზე განხორციელდება.

USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროგრამამ უკვე გააფორმა 60-ზე მეტი პარტნიორობა დამსაქმებლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ტრანსპორტის, სამშენებლო, ლოჯისტიკის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სტუმარმასპინძლობის, მომსახურების და სხვა სწრაფად მზარდ სექტორებში.

„ჯივიპისა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში წყალმომარაგების სფეროს განვითარებისა და დარგში კვალიფიციური სამუშაო ძალის შესაქმნელად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია