ლევან ხაბეიშვილი - შოთაძე ფარულად რუსულ საქმეს აკეთებდა და ახლა ღიად თქვა ამის გაკეთებაზე უარი - პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე

პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე. მიუხედავად იმისა, რომ შოთაძე ფარულად რუსულ საქმეს აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი, რადგან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული, - ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ირაკლი შოთაძის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვებას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა ღიად რუსული საქმის კეთებას ნიშნავს.

„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ, ყველა მოძალადეზე, რომელიც იდენტიფიცირებულია კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება. შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ის ფარულად ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, ის აუცილებლად იქნება სანქცირებული.

შესაბამისად, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა, უნდა დატოვონ თანამდებობები იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს გაუხანგრძლივონ ხელისუფლება”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს.

მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში