რატი ბრეგაძე - თავი შეიკავეთ პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც მართლმსაჯულებას შეეხება - არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კორექტული იყო

მინდა ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც მართლმსაჯულებას შეეხება. არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კორექტული იყო,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, “ფარას” საშუალებით ვნახეთ, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, დიდი ოდენობის თანხებით იყო დაფინანსებული.

“რაც შეეხება კითხვას, თუ რას ვუპასუხებთ ნებისმიერ ოპონენტს, რომელიც ცდილობდა სააკაშვილის მიმართ წარმოებული მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნით წარმოეჩინა, ვუპასუხებ ერთს: თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენ არ ვმოქმედებთ შთაბეჭდილებების და აღქმების საფუძველზე. ჩვენ ვმოქმედებთ მკაცრად, მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს. მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ყველა მოქმედება იყო კორექტული, მათ შორის უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი.

მინდა ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავეთ პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც მართლმსაჯულებას შეეხება. არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კორექტული იყო. აქამდე ორი სარჩელი იყო. ერთი სარჩელი ცნობილ შიმშილობის ეპიზოდს ეძღვნებოდა და შემდგომ სასამართლომ ამორიცხა წარმოებიდან. მეორე სარჩელს რაც შეეხება, 18 აპრილს სააკაშვილმა თავად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომ ამოერიცხათ წარმოებიდან მისი სარჩელი. შემდეგ ისევ ვიხილეთ პოლიტიკური რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ჰუმანიტარული ნიშნით ითხოვდნენ მის გათავისუფლებას. არადა 1 კვირით ადრე, სააკაშვილმა თავად მიმართა წარმომადგენლის მეშვეობით სტრასბურგის სასამართლოს, რომ ამოერიცხათ მისი სარჩელი. ის მიუთითებდა, რომჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ იყო. როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ხშირად ეს ყველაფერი ტენდენციურია. “ფარას” წყალობით ვიხილეთ, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, დიდი თანხებით იყო დაფინანსებული, გახსოვთ, როგორ აშუქებდნენ ტელევიზიები, გადაცემები იწყებოდა და გრძელდებოდა “ free misha”- თი. როგორც ყველამ დავინახეთ, მთელი ამ კამპანიაში, სადაც მათ შორის საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები ქართველი პოლიტიკოსები, ტყუილზე იყო დაფუძნებული.

დღევანდელი დღეც ამის დასტური იყო”,-აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკურ ელიტას პოლიტიკური კომპასი აერია და შეუქცევადად მცდარი დასკვნების სამყაროში შევიდა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ტურბომიკრონ G - დაივიწყეთ ვენური პრობლემები
თბილისში „ბარამბოს“ სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
გაიაქტიურე სილქნეტის 90-დღიანი პაკეტები მთელი ზაფხულისთვის
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი