ხატია დეკანოიძე - ენტონი ბლინკენის განცხადება ნიშნავს იმას, თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება - ამით საქართველო ზარალდება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.

დეკანოიძის თქმით, აღნიშნულით „უპირველესად, საქართველო ზარალდება” და ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” და ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება.

„ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მთელი საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო მიუთითებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ ეს კანონი არის საქართველოს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის საწინააღმდეგო. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, განსაკუთრებით ასეთი მაღალი თანამდებობის პირის, ნიშნავს იმას, რომ თუ ამ კანონს მიიღებს საქართველოს ხელისუფლება, ანუ გადალახავს ვეტოს, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, მაგრამ განსაკუთრებით ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში უპირველესად, საქართველო ზარალდება - არ გაგვეხსნება მოლაპარაკებები; დავაზიანებთ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს ყველაფერი იქნება “ქართული ოცნების” და ივანიშვილის პასუხისმგებლობა”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, “უცხოეთის აგენტების კანონით" შეშფოთებულები არიან და ის “პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი”.

ბლინკენის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება