ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, გაანადგუროს ტერორისტების რაკეტების გამშვებები ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე - არა ჩვენი, არამედ მსოფლიოსი

რუსი ტერორისტები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა ჯერ კიდევ მოკლებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით საკმარისად დაცვას და საიმედო შესაძლებლობას, გაანადგუროს ტერორისტების გამშვები დანადგარები ზუსტად იქ, სადაც მდებარეობს - ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.

მისი თქმით, ესაა არა უკრაინის, არამედ მსოფლიოს სისუსტე, რომელიც ვერ ბედავს, მოექცეს ტერორისტებს ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ.

„უკიდურესად სასტიკი რუსული თავდასხმა ხარკოვისა და ლიუბოტინის წინააღმდეგ. წინასწარი მონაცემებით, ერთდროულად 15 რაკეტა გამოუშვეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსი ტერორისტები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა ჯერ კიდევ მოკლებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით საკმარისად დაცვას და საიმედო შესაძლებლობას, გაანადგუროს ტერორისტების გამშვები დანადგარები ზუსტად იქ, სადაც მდებარეობენ - ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე - არა ჩვენი, არამედ მსოფლიოსი, რომელიც უკვე მესამე წელია, ვერ წყვეტს მოექცეს ტერორისტებს ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან - ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ კონტინენტზე.

„ჩვენი საერთო მოვალეობა - მსოფლიოში ყველასი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე ტერორისგან. უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. მადლობა ყველას ვინც გვეხმარება. მაგრამ მეტი მონდომებაა საჭირო.და სწორედ მსოფლიოს ლიდერებისგან“, - განაცხადა ზელესკიმ.

შეგახსენებთ, რუსებმა დღეს C-300 რაკეტებით ხარკოვზე 15 დარტყმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 16 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება