თამარ ხულორდავა - თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან

უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფასადია - თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო “ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა წერს.

ხულორდავას შეფასებით, ჩვენს თავს წარმოუდგენელი რამ ხდება.

„უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან, რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით.

ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან ამ სირცხვილისგან და საერთაშორისო იზოლაციისგან!

საქართველო აუცილებლად გააღწევს სამშვიდობოს, მაგრამ თქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ”, - წერს სოციალურ ქსელში თამარ ხულორდავა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა