გიორგი ვაშაძე მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე - საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“ და ამიტომ შემოაგდო ეს თემა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა და მან „უარი უთხრა „რუსულ კანონს“ და ივანიშვილის პარტიას“.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყიდან, „ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ სისტემის ჩამოშლა დაიწყო. მადლობა მინდა ვუთხრა ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს. 26-შიც ბევრი უნდა ვიყოთ. როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება. ასე სათითაოდ დაიშლება „ქართული ოცნება“.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - მეგობრებო, გენერალური პროკურორი წავიდა, ჯობს თქვენც უარი თქვათ ვეტოს გადალახვაზე ხმის მიცემაზე.

მე ზუსტად ვიცი, რომ ჯანმრთელია [ირაკლი შოთაძე]. ჯანმრთელად იაზროვნა და უარი უთხრა “რუსულ კანონს” და ივანიშვილის პარტიას”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა ვაშაძე სწორედ პოსტიდან შოთაძის წასვლას უკავშირებს ირაკლი კობახიძის მიერ დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას.

ვაშაძის აზრით, კობახიძემ ეს განცხადება შოთაძის გადადგომის გადასაფარად გააკეთა.

„კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“, ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს და ამიტომ შემოაგდო ეს თემა, მეტი არაფერი. იცოდეთ, ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელსაც კობახიძე მუდმივად იყენებს იმისთვის, რომ მათთვის დამანგრეველი გზავნილი, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი გენერალური პროკურორი ვეტოს დაძლევამდე გადადგა. უნდათ, ეს თემა გადაფარონ. დანარჩენი, მთელი შინაარსი, სისულელე იქნება. თუ ეს არ გაჭრის, კიდევ სხვას მოიგონებენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია