გიორგი ვაშაძე - ცინიკურია, “ქართულ ოცნებაში” მყოფი სპორტსმენები იურიდიულ განათლებას რომ უწუნებენ ვენეციის კომისიას

ყველაზე ცინიკურია, “ქართულ ოცნებაში” მყოფი სპორტსმენები რომ იურიდიულ განათლებას უწუნებენ ვენეციის კომისიას - ვენეციის კომისიამ წერტილი დაუსვა მათ ყველა ინტერპრეტაციას და თქვა, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს , - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ვენეციის კომისიის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შეფასებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის შეფასება კანონის ძალის მქონეა ქართული საკანონმდებლო აქტებისთვის.

“ევროკავშირში, ევროპაში სამართლებრივი შეფასების ამაზე მაღალი რგოლი არ არსებობს. ვენეციის კომისია საქართველოს შემთხვევაშიც აფასებს კანონმდებლობას, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო შეთანხმების და ხელშეკრულების მონაწილე. ანუ, მისი შეფასება კანონის ძალის მქონეა ქართული საკანონმდებლო აქტებისთვის. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი განცხადება”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევას შედეგები მოჰყვება, როგორც ვაშაძე ამბობს, ამ განცხადებაში იგულისხმება, რომ “ყველა ადამიანს, ვინც ქართველი ხალხის ნებას გააყალბებს და უღალატებს, კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრება”.

“დროა გონს მოეგოთ, გაიზიაროთ, გენერალური პროკურორის პოზიცია და გაემიჯნოთ “რუსულ კანონს”- ამას გულისხმობს მთელი ჩვენი თანამეგობრობა”, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციასა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ გაიმართა, ვაშაძის თქმით, საუბარი იყო არა მხოლოდ “რუსულ კანონზე”, არამედ საარჩევნო გარემოზე.

“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. საუბარი იყო არა მხოლოდ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით, არამედ საარჩევნო გარემოზე და იმაზე, როგორ შეიძლება ქვეყანაში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. როდესაც პარალელურად უამრავი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს აქტივისტებზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე.

უნდათ, გააუქმონ სამოქალაქო სექტორი, არ მოხდეს დაკვირვება. საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია თვითონ ეურთო/ოდირი. ამას უყურებს ფართო ჩარჩოში. მათ ექნებათ კონკრეტული გადაწყვეტილებები. იქნება კიდევ ერთი შეფასება “რუსულ კანონზე”. თუმცა არაფერს ახალს არ ველოდები, ვიდრე ვენეციის კომისიას აქვს.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ, რომ არჩევნები ჩატარდება ფაქტობრივად ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, რომელსაც საკუთარი გენერალური პროკურორიც გაურბის”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში