შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს - საქართველოს მიმართ მეურვეობითი დამოკიდებულებაა

ჩანს, რომ ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს. არ ვიცი, რა ჰგონიათ, რომ ახალი დემოკრატია ვართ და ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული მეურვეობა გვჭირდება და უნდა მიგვითითონ სად დავჯდეთ, რა წიგნი გადავშალოთ, რომელი კანონი წავიკითხოთ და მივიღოთ. აი, ასეთი დამოკიდებულებაა უკვე, საქართველოს მიმართ მეურვეობითი დამოკიდებულებაა , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება „ჩვენი ისტორიის სხვადასხვა დროს გვქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფვით“.

„ამიტომ თუ კი სხვა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები, ჩვენც გვაქვს. თუ კი საფრანგეთს აქვს, ასევე, ჩვენც გვაქვს. ჩვენ ცოტა უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ. საფრანგეთი და სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან დაცული ევროკავშირით, ზოგი ნატო-ს წევრია და ნატო-ს ატომური ქოლგით არიან დაცულები, ჩვენ მარტო ვართ, არავინ არ გვიცავს. კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს აქ თუ რამე დაიწყოს. ამ ქვეყანაში არავინ ჩვენს ომს არ იომებს, ჩვენს ნაცვლად არავინ ჩვენთან ბოროტ გავლენებს არ შეამცირებს, ამიტომ ქართველი ხალხის უსაფრთხოების გამოწვევები, ყველაზე კარგად იცის ქართველმა ხალხმა და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს ყველაზე კარგად ქართველმა ხალხმა იცის. თუ ფრანგს აქვს ეროვნული ინტერესები, ქართველსაც ეროვნული ინტერესები აქვს. თუ ინგლისელს აქვს, ქართველსაც აქვს. თუ ევროკავშირს ეროვნული ინტერესები აქვს, ჩვენც გვაქვს ეროვნული ინტერესები. ყველამ კეთილი ინებოს და პატივი ქართველი ხალხის დამოუკიდებლობას სცეს, რომ თავად ეროვნული ინტერესების შესრულების გზებზე იზრუნოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო