შალვა პაპუაშვილი - 26 მაისი არის დღე, როცა უნდა იყოს აღმატებული გრძნობები და არა წვრილმანი შურისძიებები - მე იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ განწყობით იყოს და არა გულში ჩადებული ბოღმებით

მე იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ დღეს, სწორედ ამ განწყობით იყოს, არა გულში ჩადებული ბოღმებით, არამედ აღმატებული გრძნობით, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თუ რა მოლოდინი აქვს 26 მაისს გამომსვლელების განცხადებებთან დაკავშირებით.

პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში საუბრისას გაიხსენა 2023 წლის 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა და აღნიშნა, რომ ასეთ დღეს უნდა იყოს აღმატებული გრძნობები და არა წვრილმანი შურისძიებები.

„შარშან ჩვენ ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რაც შეუფერებელი იყო ამ თანამდებობის მქონე ადამიანის გამოსვლა ქართული ჯარის წინაშე. ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, რაც შეუფერებელი იყო ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის გამოსვლა ქართული ჯარის წინაშე. ასეთი დღეები არის დღეები, რომლებიც ქართველ ხალხს აერთიანებს, რა დროსაც ვფიქრობთ ჩვენს ისტორიაზე და ვიყურებით წინ. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და არ უნდა დავყოთ არავინ და ეს არის დღე, როდესაც უნდა იყოს აღმატებული გრძნობები და არა წვრილმანი შურისძიებები, რომელიც ჩვენ ვანახეთ შარშან 26 მაისს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დროს. მე იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ დღეს სწორედ ამ განწყობით იყოს, არა გულში ჩადებული ბოღმებით, არამედ აღმატებული გრძნობით, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.

26 მაისს, ჩვენ წინ იდგებიან წლევანდელები, რომლებსაც მოტივაცია სჭირდებათ და ამ მნიშვნელოვანი დღის შესაბამისი გამხნევება, მისალმება და ეს არის ის ტრადიცია, რომელიც არის ქართული, სხვა დანარჩენი არის წვრილმანი, რომელსაც ქართულთან არაფერი კავშირი არ აქვს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია