შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ხალხი არ ვართ, ქვეყანა არ ვართ, ხელისუფლება არ ვართ თუკი სხვა ქვეყნების შანტაჟის ქვეშ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა ქართველი ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით

ჩვენ ხალხი არ ვართ, ჩვენ მაშინ ქვეყანა არ ვართ, არ ვართ ხელისუფლება თუკი სხვა ქვეყნების შანტაჟის ქვეშ მივიღებთ

გადაწყვეტილებას და არა ქართველი ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვეტოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პროცესებს ბოლომდე მიყვებიან და მომავალ კვირას ვეტოს დაძლევენ.

„ბოლო შანსიც, რომელიც დატოვებული იყო შინაარსობრივი დისკუსიისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ჩაკეტა იმით, რომ რამდენიმე დღეში წარმოადგინა ვეტო. ჩვენ 2 თვის მანძილზე ვნახეთ პროცესის და კანონის სტიგმატიზება, დეზინფორმაციული შტურმი და ცრუ პროპაგანდა. 2 თვე დაკარგეს, ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა. შემდეგ იყო 2 კვირიანი შესაძლებლობა, რომ ვეტო შინაარსობრივი მსჯელობისთვის ტექნიკურად ყოფილიყო გამოყენებული, ესეც ჩაკეტეს. ეს აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში შინაარსობრივი დისკუსია არავის უნდა, ყველა ერიდება, რადგან ყველამ იცის რა იქნება შედეგი. ნებისმიერი დისკუსიის შედეგი ბოლოს, რა თქმა უნდა, იქნება რომ უნდა იყოს გამჭვირვალობა. შეუძლებელია სხვა შედეგი არსებობდეს. ამიტომ ჩვენ მივყვებით ამ პროცესს და მომავალ კვირას იქნება ვეტოს დაძლევა.

რაც შეეხება რეაქციებს, ვერაფერს გეტყვით, ჩვენ ხალხი არ ვართ, ჩვენ მაშინ ქვეყანა არ ვართ, ხელისუფლება არ ვართ თუკი სხვა ქვეყნების შანტაჟის ქვეშ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არა ქართველი ხალხის ინტერესებზე დაყრდნობით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის