შალვა პაპუაშვილი - ჩვენი ქართველობა და ტრადიციები გვკარნახობს, რომ როდესაც რეგიონში, სამეზობლოში ტრაგიკული შემთხვევა ხდება, ადამიანური ვალდებულებაა სამძიმრის გამოცხადება - არავის ვეკითხებით

ჩვენი ქართველობა და განსაკუთრებით ჩვენი ტრადიციები გვკარნახობს, რომ როდესაც რეგიონში, სამეზობლოში ტრაგიკული შემთხვევა ხდება, ჩვენი ადამიანური ვალდებულებაა სამძიმრის გამოცხადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავად წყვეტს ვის მიუსამძიმროს ან მიულოცოს.

„არის რაღაც საკითხები, როდესაც ჩვენი ქართველობა და განსაკუთრებით ჩვენი ტრადიციები გვკარნახობს რაღაცებს და რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როდესაც ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში ხდება ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, ეს არის ჩვენი ადამიანური ვალდებულება, მათ შორის სამძიმრის გამოცხადება. ჩვენ არავის არ ვეკითხებით, არცერთ ქვეყანას არ ვეკითხებით ვის გამოვუცხადოთ სამძიმარი და ვის მივულოცოთ რამე.

ყველა შეეგუოს ერთ რამეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მით უმეტეს ასეთ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი საყვედური არ ყოფილა[პარტნიორებისგან], ისევ ქართველები, ჩვენი შიდა ბოღმა ოპოზიციონერები დგანან და ლაპარაკობენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება