შალვა პაპუაშვილი - კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს, აქ თუ რამე დაიწყო, ჩვენს ომს არავინ იომებს - თუ ევროკავშირს აქვს ეროვნული ინტერესები, ჩვენც გვაქვს და ყველამ კეთილი ინებოს, პატივი სცეს ქართველი ხალხის დამოუკიდებლობას

ჩანს, რომ ზემოდან გვიყურებს ზოგიერთი, რა ჰგონიათ, რომ ახალი დემოკრატია ვართ და ამიტომ მეურვეობა გვჭირდება? უნდა მიგვითითონ, სად დავსხდეთ, რა წიგნი გადავშალოთ, რომელი კანონი წავიკითხოთ? ასეთი მეურვეობითი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ, ასეთი ჩვენ გვქონდა ჩვენი ისტორიის სხვადასხვა დროს, ამისკენ არ ვისწრაფვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველი ხალხის უსაფრთხოების გამოწვევები ყველაზე კარგად იცის ქართველმა ხალხმა და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, ყველაზე კარგად იცის ქართველმა ხალხმა.

„რომელიმე ქვეყანას თუ აქვს თავისი ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესები, ჩვენც გვაქვს. თუ საფრანგეთს აქვს, ჩვენც გვაქვს, ცოტა უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ ჩვენ. საფრანგეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები არიან დაცული ევროკავშირით, ზოგიერთი არის ნატო-ს წევრი და ნატო-ს ატომური ქოლგით არიან დაცულები. ჩვენ მარტო ვართ. არავინ გვიცავს. კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს, აქ თუ რამე დაიწყო. არავინ ჩვენს ომს არ იომებს ამ ქვეყანაში. ჩვენთან ბოროტ გავლენებს არავინ შეამცირებს ჩვენ ნაცვლად. ამიტომ, ქართველი ხალხის უსაფრთხოების გამოწვევები ყველაზე კარგად იცის ქართველმა ხალხმა და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, ყველაზე კარგად იცის ქართველმა ხალხმა. თუ ფრანგს აქვს ეროვნული ინტერესები, ქართველსაც აქვს, თუ ინგლისელს აქვს, ქართველსაც აქვს და თუ ევროკავშირს აქვს ეროვნული ინტერესები, ჩვენც გვაქვს და ყველამ კეთილი ინებოს, პატივი სცეს ქართველი ხალხის დამოუკიდებლობას, თავად იზრუნოს ეროვნული ინტერესების შესრულების გზებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე