მიხეილ სარჯველაძე - ახლა, გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი ევროპარლამენტარებისა შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, თითქოს ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას, ან მისი უფლებების ხელყოფას

მე, ახლა, გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაწილი ევროპარლამენტარებისა შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა, ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნას, ან მისი უფლებების ხელყოფას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი, საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაციების არსებობას.

„ამას დაესვა ყოველგვარი წერტილი და ამიერიდან, სამართლებრივად ვალიდური არ იქნება უბრალოდ, რომ ვინმემ ისაუბროს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე.

მე ღრმად მწამს, რომ ევროპარლამენტში, დიდი ნაწილი, შეცდომაში იყო შეყვანილი, ისევე როგორც კანონპროექტის ადგილ წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველო მუშაობდა. სხვათა შორის, ერთსა და იმავე რეზოლუციაშია, თუ სწორად მახსოვს, ნახსენები, მაგალითად, საქართველოს მიერ მიღებული, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო აქტების შეფასება და იმავდროულად, სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ერთად არის ნათქვამი, რომ თითქოსდა, ის კანონპროექტი, რომელზეც საქართველოში მსჯელობენ, იყო რუსული და იქვეა ნათქვამი, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ახლა, სახელი დაერქვა, პროფესიონალურ დონეზე ყველაფერს. დიახ, ეს იყო, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიმულაცია, პოლიტიკური პატიმრობის სიმულაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების სიმულაცია, დემენციის სიმულაცია, დემოკრატიის შუქურობის სიმულაცია და ბევრი სხვა ამასთან დაკავშირებული გარემოებების“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის