ჯო უილსონი - მათ ჰგონიათ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და აშშ-ის კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება - ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით, არამედ გავაკეთებთ

მათ ჰგონიათ, ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის შეერთებულ შტატებთან კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა განაცხადა.

“მათ ჰგონიათ ჩვენ ვიტყუებით, როდესაც ვამბობთ, რომ ქართველი ხალხისა და შეერთებულ შტატების კავშირზე თავდასხმას შედეგები მოჰყვება. MEGOBARI Act აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი და პროდასავლური მომავლისადმი მათი ერთგულების შეწყვეტას. ის ასევე აჩვენებს, რომ კონგრესს ძლიერი და ნათელი მომავალი სურს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის და რომ ჩვენ არა უბრალოდ ვიტყვით ამას, არამედ გავაკეთებთ”, - განაცხადა უილსონმა.

ჯო უილსონი Megobari Act-ის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის“ მიღებისთვის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. კანონპროექტი დღეს იქნება წარდგენილი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს