უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა F-16-ზე წვრთნა დაასრულა

უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა უკვე დაასრულა სწავლება F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე აშშ-ში, არიზონას სამხედრო ბაზაზე, - Politico-ს ცნობით, ამის შესახებ არიზონას ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა ერინ ჰანიგანმა განაცხადა.

მისი აზრით, წვრთნის დასრულება გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება უკრაინის ცაზე თანამედროვე ამერიკული წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების გამოჩენის უზრუნველსაყოფად.

პილოტებმა სწავლება ტუსონში, 162-ე საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე გაიარეს. ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა ზუსტად რამდენმა მათგანმა დაასრულა წვრთნა და ასევე გამოშვების ზუსტი თარიღი "მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო".

მისივე თქმით, მფრინავები ახლა ევროპაში მიემართებიან, სადაც დამატებითი მომზადება უნდა გაიარონ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა