სალომე სამადაშვილი - ჩერჩილმა ირონიულად თქვა: "ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას" - ბევრი უთმინეს, ბევრი სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს

როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე - ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას , - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას.

"ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს.

თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება", - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, შეზღუდვები ასევე გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზე.

ასევე ბლინკენის განცხადების თანახმად, აშშ იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა