გრიგოლ გეგელია - ეს არის შავი დღე საქართველოსთვის - ეს სანქციების პირველი რაუნდია - ევროპული სახელმწიფოები მუშაობენ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად იმ პირებისთვის, ვინც რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობს

აშშ ასანქცირებს რუსული რეჟიმის სამსახურში მდგარ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ქვეყნის საგარეო კურსის საბოტაჟში და საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი პოლიტიკის გატარებაში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი თავისი ძალით დგას ყველა იმ ქართველის გვერდით, ვინც დღეს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

„ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. რამდენიმე საათის წინ, აშშ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, დააწესა სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად რუსეთის მსახური რეჟიმისგან, რომელმაც მიიტაცა ჩვენი სახელმწიფო, შეცვალა საგარეო ვექტორი და საკუთარ ხალხის დემოკრატიულ ნებას ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა.

ამერიკა ასანქცირებს რუსული რეჟიმის სამსახურში მდგარ ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ქვეყნის საგარეო კურსის საბოტაჟში და საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი პოლიტიკის გატარებაში. სანქცირდებიან ასევე მათი ოჯახის წევრები. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა აწესებს სანქციებს არამარტო “რუსული კანონის” გამო, არამედ ასევე დემოკრატიის გაუარესების და პოლიტიკურ ოპონენტთა დევნის გამო.

სანქციების მრავალი შესაძლო კატეგორიიდან, ბლინკენმა პირველი სანქციები გამოაცხადა სწორედ იმ პირებისთვის, ვინც “დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისთვის ხელის შეშლაში” არიან დამნაშავენი. ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი თავისი ძალით დგას ყველა იმ ქართველის გვერდით, ვინც დღეს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

აგრეთვე უმნიშვნელოვანესია, რომ სანქციები უწესდება არამხოლოდ რუსული კანონის მიღებაში ჩართულ პირებს, არამედ ვციტირებ - “ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს - მათ შორის საქართველოს 2024 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან მის შემდეგ პერიოდში”. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებს ზეწოლის ყველა მექანიზმს და მათ შორის სანქციებს არამხოლოდ ახლა, და კონკრეტულად რუსული კანონის წინააღმდეგ, არამედ დღეიდან მოყოლებული იმ დრომდე, როდესაც საქართველოს ხალხი თავისუფალ პირობებში შეძლებს ისეთი ხელისუფლების არჩევას, რომელიც მის ნებას გამოხატავს.

ეს არის სანქციების მხოლოდ პირველი რაუნდი. ვიზებისა და გადაადგილების შეზღუდვის გარდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ევროპული სახელმწიფოები, მუშაობენ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების დასაწესებლად ყველა იმ პირისთვის, ვინც დღეს რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობს.

ეს არის შავი დღე საქართველოს სახელმწიფოსთვის, როდესაც, ისტორიაში პირველად, აშშ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დღეიდან გადაიხედება აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა, რაც გულისხმობს რომ “ქართული ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარს, რომელიც საქართველოს ხალხის ჯანდაცვას, განათლებას, ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და სხვა სიკეთეებს ხმარდება.

მინდა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო კვირებში განხორციელებული დარბევების, ტერორის, დაშინების კამპანიის ყველა მსხვერპლმა იცოდეს, რომ ჩვენი სამშობლოსა და სახელმწიფოს დასაცავად მათ მიერ გაღებული ამაგი და მეტიც ფიზიკური და მენტალური მსხვერპლი კარგად აქვთ გააზრებული ჩვენს პარტნიორებს და მათ შორის ენტონი ბლინკენს, რომელმაც სწორედ მათი სახელით დააწესა სანქციები და არა რომელიმე სხვა მუხლით.

მინდა ხელახლა მოვუწოდო ყველა დიპლომატს, რომ დადგნენ საკუთარი ერისა და მის მიერ განცხადებული საგარეო ინტერესების სადარაჯოზე, რაც აღარ არის თავსებადი ამ მთავრობის ელჩობასთან.

ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ, საქართველოს ხალხს, ზურგს გვიმაგრებს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული კავშირი და სრულად ცივილიზებული თანამეგობრობა. ეს არის ბრძოლა, რომელიც დასრულდება ეროვნული და ევროპული პრინციპების გამარჯვებით და რუსეთის ჰიბრიდული რეჟიმის სრული კრახით,“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024