ბსუ-ს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია სინოპის უნივერსიტეტის­­ რექტორის მოადგილის, პროფესორ მუჰითდინ ილმაზის ხელმძღვანელობით ეწვია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე სინოპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის ტურიზმისა და არქეოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება და სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. შეხვედრის ფარგლებში, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და სინოპის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მუჰითდინ ილმაზიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მერაბ დიასამიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ირაკლი კორძაია და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, მარინე გიორგაძე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება