ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქუთაისში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ.

სემეკის ინფორმაციით, შეხვედრა სკოლა „პროგრესში“ გაიმართა, რომელსაც სკოლის ხელმძღვანელი პირები და UNICEF-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, თორნიკე აფრიაშვილმა დ ირაკლი გორდულაძემ მონაწილეებს გააცნეს განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ტრენინგების დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება.

პროექტი ხორციელდება სამეგრელო-ზემო-სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში, 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს