დავით კაჭარავა - ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ - სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით

სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით - გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მიიღეს, რაც კაჭარავას შეფასებით, “შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა”.

“მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება - ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მივიღეთ. ეს არის შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია. ჩვენ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის, რომ ბევრმა ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის თავი გასწირა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული პოზიცია გვიჭირავს, ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. მზად ვართ, ეს გზა გავაგრძელოთ. მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვართ და ბოლომდე ასე ვივლით. მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი კანონპროექტების მიღება ხდება და ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს. სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და არა შანტაჟზე. მზად ვართ, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე და არა შანტაჟზე. სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით. თითოეული ჩვენგანი მზად ვართ, რომ საქართველოს ინტერესები დავიცვათ. თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, მათი საქმეა”,- განაცხადა დავით კაჭარავამ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან მუქარაზე, კაჭარავა ამბობს, რომ “ეს ყველაფერი არის თანამედროვე ფაშიზმი”.

“მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას ვხედავთ, რაც მიუღებელია. მსგავსი ფაქტების ხსენება არის შანტაჟი და მუქარა. ადამიანმა პირდაპირ აღიარა თავისი სიტყვები. ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს. მისი სიტყვების ციტირებაში ჩანს, რომ აღიარა. ეს ყველაფერი არის თანამედროვე ფაშიზმი - ოჯახის წევრებზე მუქარა, ბავშვების შეურაცხყოფა, ოჯახის წევრების ბიზნესების დაშანტაჟება. ასეთი მეთოდები გვახსოვს, როდის იყო”,- განაცხადა დავით კაჭარავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო